ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, საქართველოს თასის დარჩენილ ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ქობულეთის "შუქურა" 3:1 დაამარცხა.

მატჩი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ანგარიში "შუქურამ" მე-3 წუთზე ომარ ბულუხაძის გოლით გახსნა, თუმცა შემდეგ "ტორპედოსგან" სამი უპასუხო გოლი მიიღო.

გატანილი გოლების ავტორები მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე და გიორგი ქიმაძე გახდნენ.

ამ გამარჯვებით "ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. "ტორპედოს" გარდა, ნახევარფინალის საგზური მოპოვებული აქვთ "გაგრას", "თელავსა" და თბილისის "დინამოს".

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
შუქურა-ტორპედო 1:3
გოლები: 1:0 ომარ ბულუხაძე (3), 1:1 მერაბ გიგაური (51), 1:2
თორნიკე კაპანაძე (54), 1:3 გიორგი ქიმაძე (61)

შუქურა: 99. აზამატ ჯიოევი, 2. ომარ ბულუხაძე, 3. გიორგი კალანდაძე, 4. გიორგი კალანდია, 7. დოს რეის რამოსი, 10. გიორგი ჩელებაძე (კ), 11. ოთარ მუხულიშვილი, 13. ირაკლი ქათამაძე, 15. შალვა ექვთიმიშვილი, 20. ფელიპე ნუნიეში, 22. შალვა სანაშვილი

მთ. მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 6. მათე ცინცაძე, 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 13. ოლეკსანდრ აზაცკი, 18. ლევან გეგეჭკორი, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 24. ლაზარ მარინი, 30. მამუკა კობახიძე, 77. მერაბ გიგაური

მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბიჭებო
რობი
00:12 25-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული