საქართველოს თასის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ოქტომბერს საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე "გარეჯმა" თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში "გარეჯის" ფეხბურთელმა მე-13 წუთზე გახსნა. "ლოკომ" გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა და მალევე დაწინაურდა კიდეც, თუმცა მატჩის 62-ე წუთზე "გარეჯმა" გაათანაბრა.

67-ე წუთზე წინ "ლოკო" გავიდა, პენალტი ზუსტად თეიმურაზ შონიამ შეასრულა.

საგარეჯო. არსენ მეკოკიშვილი
გარეჯი-ლოკომოტივი 2:3
გოლები: 1:0 ილია გუჯარაიძე (13), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (57), 1:2 ნიკა ჭანტურია (59), 2:2 საბა თავაძე (62), 2:3 თეიმურაზ შონია (პენ. 67)

გარეჯი: მინდია ბობღიაშვილი (C), ლერი
ხოხონიშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, თემურ ბექაური, ნოდარ ბარამიძე, ილია გუჯარაიძე, გიორგი მელქაძე, ნიკა კუჭუაშვილი, ნიკა ნოზაძე, ბესიკ ჩიმაკაძე, ვახტანგ კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: დავით მაისურაძე

ლოკომოტივი: დემეტრე ბულისკერია, ნიკა ჭანტურია, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, დავით კირკიტაძე, ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (C)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული