საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2-დან ორი-ორი გუნდი იღებდა.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

სამგურალი - ჩიხურა

გაგრა - საბურთალო

დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძელი. ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს "სამგურალისა" და საჩხერის "ჩიხურას" წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრების გამართვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები
ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

წყარო: gff.ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
იყო გაგრა თასით გასული ევროზე და ცუდად არ უთამაშია, მოინდომა და არა დინამოსავით ამოსვარა მთელი ქვეყანა.
იმედია რომ ფინალში ჩიხურა და გაგრა მოხვდებიან.
გაგრას აქვს შანსი დაამარცხოს საბურთალო!
წარმატებები ამ 2 კლუბს!
jango
02 ოქტომბერი 2020 15:10
5
და რომელიმე ამათგანი ევროპაზე გავა და მანდ ახდის ღირსებას კიდევ ერთხელ ქართულ ფეხბურთს
მიხაელ
02 ოქტომბერი 2020 14:15
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული