4 დეკემბერს, გორში ჩატარებულ საქართველოს თასის ფინალში "გაგრამ" სამგურალი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
თასის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი 5:3 "გაგრამ" იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე მსაჯმა წყალტუბოელი თედო კიკაბიძე გააძევა და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
"გაგრამ" მეორედ მოიპოვა თასი და უეფას კონფერენს ლიგაში იასპარეზებს.
გორი."თენგიზ ბურჯანაძე.
სამგურალი - გაგრა 0:0 (პენ 3:5)
გაძევება: კიკაბიძე (55)
სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე, გაზდელიანი, ფონიავა, ქურდაძე, დოლიძე (ჩიხლაძე 72), ბურჯანაძე, კიკაბიძე
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (ერგემლიძე 85), ხაბელაშვილი (კაკიაშვილი 106), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (მანაგაძე 106), მაქაცარია, ლაღაძე (ოქროპირიძე 84)
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (ერგემლიძე 85), ხაბელაშვილი (კაკიაშვილი 106), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (მანაგაძე 106), მაქაცარია, ლაღაძე (ოქროპირიძე 84)
მე უფრო იმაზე ვნერვიულობ, ამ გუნდით შეიძლება ევროპაზე გასვლა? წელს ალბათ სან-მარინოს გუნდსაც შანსი გაუჩნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შეგხვდება.
თუმცა გაგრაც დასაფასებელია, გზიდან ისეთი გუნდები ჩამოიცილა, როგორიცაა დილა, ბათუმი, საბურთალო. მეტი რა უნდა ექნა? კენჭისყრაში გაუმართლაო მაგასაც ვერ ვიტყვით.
ყრუაშვილსაც თავში აუვარდა, ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ისეთი წითელი ბარათი ამოიღო, ეს თუ ნახეს მსაჯთა მამებმა, ეჭქვეშ არ დადგეს მისი კვალიფიკაცია