"ტორპედომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები პედრო მონტეიროს გოლით 56-ე წუთზე დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი მაურო კაბალერომ 73-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" თბილისის "დინამო" 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

მათი მეტოქე "ლოკომოტივი 2" იქნება, ფინალი 7 დეკემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
Კაი გასაგებია და დაგითმოთ დინამომ,მერე,მერე რას აპირებთ?როდომდე უნდა ეხმარებოდეს ამ ტორპედოს მსაჯები და როდემდე უნდა აძლევდნენ მოგებებს გუნდები?
G.A.L.
15:37 02-11-2022
27
შავი თეთრი სიამაყე და ქალაქი მწვანეე. წარმატებები ტორპედოს. ფიფოს ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც გარანტირებული აქვს ეროვნული ლიგიდან გამომდინარე
juve
15:29 02-11-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული