საქართველოს თასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები პედრო მონტეიროს გოლით 56-ე წუთზე დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი მაურო კაბალერომ 73-ე წუთზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" თბილისის "დინამო" 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.
მათი მეტოქე "ლოკომოტივი 2" იქნება, ფინალი 7 დეკემბერს გაიმართება.