Geo Team: გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს - ფეხბურთელი ხვალ უკვე შვეიცარიაში იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
გუშინ "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ჯერ აქ გამოეჩინა თავი სტაბილურად,ერთი,ორი წელი ეთამაშა მაღალ დონეზე და დაუდგებოდა მართლაც რიგი ძლიერი გუნდებისა.არ არიან ასეთ ასაკში გასაშვები ჩვენი ბიჭები,არა,მრავალ სერიოზულ ფაქტორთა გამო...
კოტე
23 ივლისი 2023 20:42
4
ვის დაუდგა რიგი ამას რო დაუდგეს?! ურალი როსტოვების რიგიი? წავიდა მშვენიერ გუნდში აიმაღლებს კვალიფიკაციას და რიგი მერე ექნება შვეიცარიიდან
giorgi
23 ივლისი 2023 21:34
2
აქ ვისთან გამოეჩინა თავი,შუქურა და თელავთან?
კასპსკი
23 ივლისი 2023 23:13
3
გილოცავ სიგუ მაგარი ბიჭი ხარ და წარმატებები
გიო
24 ივლისი 2023 00:28
0
ეხლაც დაიცავს ვინმე ფიფიას ალბათ ნახევარ მილიონად ყიდის მაქსიმუმ
bejo
23 ივლისი 2023 21:38
2
უცნაურია ვინც ახალგაზრდული ჩემპიონატი არ ითამაშა ისინი მოეწყვნენ კარგ კლუბებში და გაგუა,გულიაშვილი,წიტაიშვილი,ლუკა გაგნიძე,გელაშვილი,კალანდაძე დარჩნენ უპერსპექტივო კლუბებში!!!!
გიორგი
23 ივლისი 2023 22:37
0
ერთის მხრივ კარგია, როდესაც პერსპექტიული ფეხბურთელი ნორმალურ გუნდში გადადის სადაც წინსვლის პერსპექტივა მეტია, მეორეს მხრივ დავიღალე მარტო ნაკრების თამაშების ლოდინით, მინდა საკლუბო დონეზეც გვქონდეს ელემეტარულის მიღწევის ამბიცია, თუნდაც ევროტურნირის ჯგუფური ეტაპზე გასვლის ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ უიმედობის განცდა მეუფლება როდესაც 18 წლის ლიდერს უშვებ. სიგუას კი წარმატებები, მაგარი ბიჭია და დარწმუნებული ვარ მიაღწევს უფრო მაღალ დონეს.
gionat
23 ივლისი 2023 21:55
0
რა ქვია ახლა ამას? ახალგაზრდას ყველაფერი კარგი მინდა ვუსურვო,მაგრამ რა უბედურებაა ეს თავქუდმოგლეჯილი გაქცევები.რა,ერთი ან ტუნდაც ორი წელი მშობლიურ დინამოში რომ ითამაშოს,ევროთასებზეც დაეხმაროს,უფრო გაძლიერდეს,მეტი ფასიც დაედოს,განა არა სჯობს?!ძალიან,ძალიან არ მომწონს პირადად მე,ასეთი ,არ მინდა ვთქვა,სიხარბე,მაგრამ ამასთან ძალზედ ახლოს მდგომი,უაზრო,ჩვენ გულშემატკივართა გულსატკენი,გაუმართლებელი გადაწყვეტილება(ჩაკვეტაძის მაგალითი მაინც არა გვქონდეს,ამ მართლაც უკიდეგანოდ ნიჭიერი ბიჭისა...)
მინდია
23 ივლისი 2023 20:34
5
არუნდათ კარტოფილი მარტო ფეხბურთელები კიარ გარბიან. იჯახებით ტოვებს ხალხი ამ ქვეყანას რატოომ?
beqa
23 ივლისი 2023 21:13
7
საუკეთოს გადაწყვეტილებაა
მაგრად გამოიყენებს ტრამპლინად
Rati
24 ივლისი 2023 00:26
3
ძალიან არ მიჯდება ჭკუაში სიგუას გაყიდვა.ჯერ ძალიან პატარაა.კიდევ ერთი წელი მაინც,დინამოში უნდა ეთამაშა და მოძლიერებულიყო.არც ფასი ექნება და არც დაფასება.კაპიკად ნაყიდზე კი,ისე იზრუნებენ,როგორც კაპიკად ნაშოვნ საქონელზე.ხომ ვნახეთ ჩაკვეზე,როგორ პირობებზე იყო თანახმა,ბაიერნი.დაახლოებით ასე,ბონუსებით და დათქმების საშუალებით უნდა აიძულოს დინამომ,მყიდველი,რომ მან ფეხბურთელის სწრაფ განვითარებაზეც იზრუნოს და დინამოსაც საკმაო თანხა გადაუხადოს.
სოსო
23 ივლისი 2023 21:35
3
ხოო ის გეოგრაფია, რომ არ ჩაებარებინა იმ დღეს დღეს ბაზელი არ იყიდდა.დდდდ
ეეე
23 ივლისი 2023 21:40
0
იმედია აბუაშვილის ბედს არ გაიზიარებს,წარმატებები
!!
23 ივლისი 2023 23:07
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული