Geo Team: გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს - ფეხბურთელი ხვალ უკვე შვეიცარიაში იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
გუშინ "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ჯერ აქ გამოეჩინა თავი სტაბილურად,ერთი,ორი წელი ეთამაშა მაღალ დონეზე და დაუდგებოდა მართლაც რიგი ძლიერი გუნდებისა.არ არიან ასეთ ასაკში გასაშვები ჩვენი ბიჭები,არა,მრავალ სერიოზულ ფაქტორთა გამო...
კოტე
20:42 23-07-2023
4
ეხლაც დაიცავს ვინმე ფიფიას ალბათ ნახევარ მილიონად ყიდის მაქსიმუმ
bejo
21:38 23-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული