ლიონელ მესი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის 105 მილიონ დოლარს მიიღებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსის სახით რეკორდულ 105 მილიონ დოლარს მიიღებს.

ეს იქნება ყველაზე დიდი ბონუსი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ფეხბურთის ისტორიაში.

კლუბის ხელმძღვანელობა ამ თანხის ამოღებას "კამპ ნოუს" დასახელების უფლების გაყიდვიდან გეგმავს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ლიონელ მესი კვირაში 555 ათას ევროს მიიღებს.

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე მოქმედებს. ახლა ის კვირაში 316 ათას ევროს იღებს.

5 სექტემბერს "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბერტომეუმ განაცხადა, რომ 30 წლის არგენტინელთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და მხოლოდ ფორვარდის ხელმოწერა აკლია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული