რონალდოს შემდეგ ნეიმარი - "რეალს" ბრაზილიელი ფორვარდი სჭირდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" კვლავ ფიქრობს ნეიმარის გადაბირებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბრაზილიელის გადაბირებით ჯერ კიდევ 2013 წელს იყო დაინტერესებული, მაგრამ მას "ბარსელონამ" დაასწრო.

პარიზის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა ამტკიცებს, რომ პერესი უკვე შეხვდა ნეიმარის მამას.

"რეალში" სურთ, რომ ნეიმარი გუნდში 2021 წელს იხილონ, როცა კონტრაქტი კრიშტიანო რონალდოს დაუსრულდება.

ამასთან ერთად, პსჟ სულაც არ აპირებს ფორვარდის გაყიდვას.

ნეიმარის კონტრაქტი პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდე გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული