ესპანელი ჟურნალისტი: მაურო იკარდი მადრიდის "რეალში" იანვარში გადავა

AutoSharing Option
ესპანელი ჟურნალისტი პიპი ესტრადა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მილანის ''ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი იანვარში კარიერას მადრიდის ''რეალში" განაგრძობს.

"სამეფო კლუბი" არგენტინელ შემტევში 80 მილიონ ევროს თავიდან, ხოლო 12 მილიონს კი ბონუსების სახით გადაიხდის.

თავად ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთლიანად ''ინტერზეა" კონცენტრირებული.

იკარდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 24 წლის ფორვარდს 15 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი.


მომზადებულია footbal-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული