დანიელ სტარიჯი ''ლივერპულიდან'' მიდის

AutoSharing Option
ინგლისური ''ლივერპულის'' ფორვარდი დანიელ სტარიჯი კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

28 წლის შემტევი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, რაც მისი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს უმცირებს.

ფეხბურთელის შეძენის მთავარ პრეტენდენტებად პრიმერა დივიზიონის ორი კლუბი - ''ბეტისი'' და ''ვალენსია'' სახელდება.

დანიელ სტარიჯმა მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.


მომზადებულია mirror–ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული