28 წლის შემტევი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, რაც მისი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს უმცირებს.
ფეხბურთელის შეძენის მთავარ პრეტენდენტებად პრიმერა დივიზიონის ორი კლუბი - ''ბეტისი'' და ''ვალენსია'' სახელდება.
დანიელ სტარიჯმა მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
მომზადებულია mirror–ის მიხედვით