კატალონიური გამოცემის ცნობით, ბრაზილიელსა და "ბარსას" შორის კონტრაქტის დეტალები ზაფხულიდანვე შეთანხმებული იყო, ხოლო "ლივერპული" თანახმაა, ფეხბურთელი სასურველ ფასად ზამთარში გაუშვას.
მერსისაიდელებს კოუტინიოს სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო სრულად სურს, ხოლო "ბარსელონა" მზადაა, ეს თანხა ნაწილ-ნაწილ დაფაროს.
Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ტრანსფერი შედგება, თუმცა ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავად ფეხბურთელს "ლივერპულში" დარჩენა სურს.