თორნიკე გორგიაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
29 წლის თორნიკე გორგიაშვილი თბილისის "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა.

ბოლოს გორგიაშვილი საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში ასპარეზობდა, დედაქალაქურ გუნდთან კი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ახალწვეულმა კონტრაქტს დღეს მოაწერეს ხელი.

გორგიაშვილი 2009-10 წლების სეზონიდან 2013-14 წლებში "ზესტაფონში" ირჯებოდა, სადაც 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2013-14 წლების სეზონზე კი უკვე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონობა და თასის მოპოვება. ამის შემდეგ კი "სამტრედიაში", "ცხინვალსა" და "ჩიხურაში" თამაშობდა.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში გორგიაშვილმა 29 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ აიღო მეტოქის
კარი.

ამასთან ერთად, "საბურთალოს" ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და 2018 წელს კვლავ დედაქალაქელთა შემადგენლობაში ითამაშებს.

ამპლუით მცველი უკვე ერთი წელია "საბურთალოში" თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელმა ქალაქელთა შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოო საბურთალო აღარ ხუმრობს!გორგი და ტატანა საკმაოდ გააძლიერებენ გუნდს.ერთი კაი მცველიც და შესაძლებელი იქნება ელიგის მოგებაც.forca saburtalo!!!
ilia
17:30 28-12-2017
2
ვაა საღოლ საბურთალო, აბა ჩავანაცვლე დინამო საბურთალოთი! დროა ფარი თბილისს დაუბრუნდეს! წარმატებები!
gega
19:11 28-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული