The Mirror: "ლივერპულს" ალექსის სანჩესის შეძენა სურს

AutoSharing Option
გავლენიანი ინგლისური გამოცემის "მირორის" ინფორმაციით, "ლივერპულს", "არსენალის" შემტევის, ალექსის სანჩესის შეძენა სურს.

"მერსისაიდელთა" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, ჩილელი, ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად ესახება, რომელიც "ბარსელონაში" გადაბარგდა.

სანჩესის სახელს ასევე სხვა ინგლისურ გრანდებს, მანჩესტერ "სიტისა" და "იუნაიტედს", ასევე ჩელსის უკავშირებენ.

თავის მხრივ კი ფეხბურთელი "არსენალთან" კონტრაქტს არ აგრძელებს და მისი ახალი კლუბის ვინაობასაც ალბათ მალე შევიტყობთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული