მარუან ფელაინის ყოფილი მწვრთნელი თავისთან იხმობს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ვესტ ჰემს", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის, მარუან ფელაინის საკუთარ რიგებში ხილვა სურს.

ბელგიელი ნახევარმცველის დამატება, "ჩაქუჩების" დამრიგებლის, დევიდ მოიესის ინიციატივა ყოფილა, რომელიც ფელაინის, როგორც "ევერტონში", ისე "მანჩესტერშიც", წვრთნიდა.

თავის მხრივ კი "წითელი ეშმაკებიდან" წასვლა ბელგიელსაც სურს.

30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგებაც თავისუფლად შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული