საქმე ისაა, რომ გაბონელი შემტევის ფასი 60 მილიონი ევროა, რისი გადახდაც "არსენალს" არ სურს.
ლონდონელთა ხელმძღვანელობა გერმანულ კლუბს 30 მილიონს და პლუს, ოლივიე ჟირუს სთავაზობს.
ობამეიანგის ტრანსფერის საგა, წესით, 2 დღეში უნდა დასრულდეს.
ამას გარდა, "არსენალს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ალექსის სანჩესი და ტეო უოლკოტი დატოვებენ, რომელთა წასვლაც თითქმის გადაწყვეტილია.
"მეთოფეები" ამ დანაკლისის შევსებას ჰენრიკ მხითარიანით და "ბორდოს" ფეხბურთელით, მალკომით აპირებენ.