"არსენალი" ობამეიანგის ტრანსფერში ოლივიე ჟირუსაც ჩართავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ახლოსაა, "დორტმუნდის" ფორვარდი პიერ ემერიკ ობამეიანგი დაიმატოს, თუმცა, ამისთვის "მეთოფეებს" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ.

საქმე ისაა, რომ გაბონელი შემტევის ფასი 60 მილიონი ევროა, რისი გადახდაც "არსენალს" არ სურს.

ლონდონელთა ხელმძღვანელობა გერმანულ კლუბს 30 მილიონს და პლუს, ოლივიე ჟირუს სთავაზობს.

ობამეიანგის ტრანსფერის საგა, წესით, 2 დღეში უნდა დასრულდეს.

ამას გარდა, "არსენალს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ალექსის სანჩესი და ტეო უოლკოტი დატოვებენ, რომელთა წასვლაც თითქმის გადაწყვეტილია.

"მეთოფეები" ამ დანაკლისის შევსებას ჰენრიკ მხითარიანით და "ბორდოს" ფეხბურთელით, მალკომით აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული