"ლივერპული" სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარის დამატებას შეეცდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი უკმაყოფილოა თავისი კლუბის მეკარეების - სიმონე მინოლესა და ლორის კარიუს ასპარეზობით.

სწორედ ამიტომ გერმანელი სპეციალისტი ამ პოზიციაზე გაძლიერების საჭიროებას ხედავს.

"მერსისაიდელთა" თვალთახედვის არეში კი რამდენიმე კარის დარაჯი მოხვდა.

მათ შორის, იან ობლაკი, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს; "რომას" მეკარე ალისონი და პსჟ-ის გოლკიპერი კევინ ტრაპი.

სავარაუდოდ, ამ სეზონს "ლივერპული" ისევ მოქმედი ორი მეკარით ჩაამთავრებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი რომელიმე მათგანი "ენფილდზე" გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული