ირფან რეძეპაგიჩის თქმით, "ჯალოროსის" ფორვარდს მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა სურს.
"მე ჯეკოს ტრანსფერთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩემი კლიენტი "რომას" ფეხბურთელია და ამ კლუბში ბედნიერია.
მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რომ ედინ ჯეკოს "რომაში" დარჩენა სურს.
ჟურნალისტები ყოველთვის მეკითხებიან, სად მიდის ჯეკო, ინგლისში, ჩინეთში თუ მექსიკის კლუბებში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ იგი ახლაც შესანიშნავ კლუბში ასპარეზობს.
ვესაუბრე თუ არა კონტეს? ამაზე მხოლოდ ერთ პასუხს გაგცემთ - ანტონიოს ჯეკო ძალიან მოსწონს,
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ედინ ჯეკოს სახელი ლონდონის "ჩელსის" დაუკავშირეს.