მილანის "ინტერი" გაძლიერებას განაგრძობს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი", რამდენიმე დღეში "ბარსელონადან" რაფინიას ტრანსფერს სრულყოფს.

"ნერიაძურის", 24 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი, 35 მილიონი ევრო დაუჯდება.

შესაძლოა, ფეხბურთელმა, სეზონის დარჩენილი ნაწილი განათხოვრების წესით გაატაროს, თუმცა, "ინტერს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

რაფინია, "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, თუმცა "ბლაუგრანაში" მას მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

მამამისის, მაზინიოს თქმით კი, ეს მისი შვილისთვის მთავარია და სწორედ ამიტომ სურს "ინტერში" გადაბარგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული