ზამთარში "ბარსელონას", სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
რაფინიას, არდა თურანის და ხავიერ მასკერანოს შემდეგ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ბარსელონას", სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს.

საუბარი ალეშ ვიდალის ტრანსფერზეა, რომლის დამატებაც მის ყოფილ გუნდ "სევილიასა" და იტალიურ "რომას" სურთ.

"ჯალოროსის" სპორტული დირექტორის, მონჩის თქმით, გუნდი აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობს და მიზნის მიღწევასთან ახლოს არის.

ალეშ ვიდალი კატალონიურ კლუბს "სევილიადან" 2015 წელს 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თავდაპირველად იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა შემდეგ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არდა ტურანი დღესაც ბარსელონაშია? მეტი ყურადღება დეტალების მიმართ
levani
20:05 25-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული