ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა ოლივიე ჟირუ დაიმატოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ, შესაძლოა, კარიერა "ჩელსიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "არისტოკრატები" ედინ ჯეკოს ტრანსფერს ვერ სრულყოფენ, ისინი ფრანგი ფორვარდის შეძენაზე გადაერთვებიან.

თავის მხრივ, "ემირეითსის" დატოვების წინააღმდეგი არც ფეხბურთელია, რადგან ალექსანდრ ლაკაზეტის მისვლის შემდეგ მან სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა და ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული