"მილანი" ანდრე სილვას ზაფხულში გაუშვებს

AutoSharing Option
"მილანი" აპირებს გუნდის თავდამსხმელი ანდრე სილვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაუშვას.

"როსონერის" ახალწვეულმა ვერაფრით მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. სილვას აგენტებმა უკვე დაიწყეს ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის ძიება.

ერთ-ერთ ვარიანტად კი ლონდონის "არსენალი" სახელდება, რომელიც სილვათი ჯერ კიდევ პორტუგალიელის "მილანში" გადასვლამდე იყო დაინტერესებული. სიტუაციას ასევე აკვირდება "ევერტონი", რომელსაც თავდამსხმელის დამატება სურს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული