"როსონერის" ახალწვეულმა ვერაფრით მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. სილვას აგენტებმა უკვე დაიწყეს ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის ძიება.
ერთ-ერთ ვარიანტად კი ლონდონის "არსენალი" სახელდება, რომელიც სილვათი ჯერ კიდევ პორტუგალიელის "მილანში" გადასვლამდე იყო დაინტერესებული. სიტუაციას ასევე აკვირდება "ევერტონი", რომელსაც თავდამსხმელის დამატება სურს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით