ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ატლეტიკოს" გრიზმანის შენარჩუნება სურს და ფეხბურთელთა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას აგრძელებს.
შეთანხმების თანახმად, "ბარსელონა" "ატლეტიკოსა" და გრიზმანს შორის მოლაპარაკებაში არ ჩაერევა, თუმცა, თუ გრიზმანმა არ ისურვა კონტრაქტის გაგრძელება, მაშინ მადრიდელები ამის შესახებ "ბარსელონას" შეატყობინებენ.
შესაბამისად, "ბარსელონას" გრიზმანის შეძენის უპირატესობა ექნება.