როგორია ამჟამად ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სერ ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შოტლანდიელ სპეციალისტს ოპერაცია გაუკეთდა, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა მას ინტენსიური თერაპია ესაჭიროება და გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში დარჩება.

როგორც იცით, ფერგიუსონს ტვინში სისხლის ჩაქცევა ჰქონდა, რის გამოც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.

ლეგენდარულ შოტლანდიელს საფეხბურთო სამყარო გვერდში დაუდგა. სოციალურ ქსელში მის მიმართ მხარდამჭერი არაერთი პოსტი ვრცელდება.

▶ შენზე ვლოცულობ - კრიშტიანო რონალდოს პოსტი ალექს ფერგიუსონს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული