"ბარსელონას" ლიდერებს გუნდში ტიაგო ალკანტარას ხილვა სურთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა შესაძლოა "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

აღნიშნული ტრანსფერის მომხრე გუნდის ლიდერებიც არიან. მათ კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს მიმართეს და ალკანტარას გადაბირება სთხოვეს.

ტიაგო, დიდი ალბათობით, "ბაიერნს" დატოვებს, რადგან ის ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გეგმებში არ შედის. გარდა ამისა, ის თავად უკმაყოფილოა საკუთარი მდგომარეობით გერმანულ კლუბში.

"ბაიერნს" 27 წლის ესპანელის სანაცვლოდ, რომელსაც ბრაზილიური წარმოშობა აქვს, 80 მლნ ევრო სურს, თუმცა არის შესაძლებლობა, მხარეები 50 მლნ ევროზეც შეთანხმდნენ, - წერს Diario Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული