ზაფხულის უღირსი ტრანსფერი - "ბარსელონამ" "რომას" ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მალკომის გადასვლა "ბარსელონაში" ზაფხულის ყველაზე უღირს ტრანსფერად შერაცხეს.

"ბორდოს" 21 წლის ბრაზილიელი ფორვარდი "რომაში" უნდა გადასულიყო, თუმცა უეცრად "ბარსელონაში" აღმოჩნდა.

"ბორდოსა" და "რომას" პრესსამსახურებმა ოფიციალურ პროფილებზე ინფორმაციაც კი გაავრცელეს.

მეტიც, რომში აეროპორტში "რომას" ფანები მალკომის ჩამოსვლას ელოდნენ, თუმცა ამაოდ - ის არ ჩამოფრენილა და "ბარსელონაში" გადავიდა.

რა მოხდა სინამდვილეში, ამის შესახებ დეტალურად "რომას" სპორტული დირექტორი რამონ მონჩი კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში საუბრობს:

"რაც მოხდა მალკომთან დაკავშირებით, ადვილად ასახსნელია, მაგრამ რთულად გასაგებია. ფეხბურთელს,
მის აგენტს და "ბორდოს" შევუთანხმდით. როცა სიტუაცია შეიცვალა, ამის შესახებ პრეზიდენტს ვუთხარი და მან დამავალა, ახალი შეთავაზება გამეკეთებინა, რომელიც "ბარსელონაზე" უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა მოლაპარაკებებმა აუქციონის სახე მიიღო, გარიგებიდან გავედით.

ახლა კლუბში ყველა ვარიანტს განვიხილავთ და ვიკვლევთ, შეგვიძლია თუ არა სასამართლოში წასვლა.

მართალია, ხელი არაფერზე იყო მოწერილი, თუმცა გვაქვს გზავნილები აგენტებისა და "ბორდოს" პრეზიდენტისგან, რომლებიც გარკვეულ შეფასებას იმსახურებენ.

ფანებს ვუთხარი, დაუღალავად ვმუშაობთ, რომ ახალი ფეხბურთელი, მალკომის მსგავსი ან უკეთესი ვიპოვოთ".

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს "ბორდომ" და "რომამ" ტრანსფერის შესახებ გამოაცხადეს, ხოლო 24 ივლისს "ბარსელონამ" მეტი შესთავაზა "ბორდოს" და საბოლოოდ იტალიელებს მალკომი 41 მლნ ევროს სანაცვლოდ ცხვირწინ ააცალა. იტალიელები "ბორდოს" 36 მლნ ევროს სთავაზობდნენ.

ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში არაერთი სახალისო ვიდეო და ფოტოშარჟი გავრცელდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ugirsi statiaa satauric da avtoric ugirsia
Kiko
02:53 26-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული