"ბარსელონამ" 19 წლის სენეგალელი დაიმატა და კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მლნ ევრო ჩაუწერა

AutoSharing Option
სენეგალის ნაკრების მცველმა მუსა ვაგემ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა.

Sport.es-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, მის სანაცვლოდ მსურველ კლუბს 100 მლნ ევროს გადახდა მოუწევს.

ვაგე "ბარსელონა ბ"-ს შეუერთდება, თუმცა არაა გამორიცხული, სეზონის განმავლობაში პირველ გუნდში დაწინაურდეს. ვაგემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.

alt"ბარსელონამ" "მანჩესტერს" პოგბაში 50 მილიონი, მინა და გომეში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული