ოფიციალურად: "ბარსელონამ" ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დაიმატა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ბოსტონ რივერის" მცველის, რონალდ არაუხოს დამატების შესახებ გამოაცხადა.

ესპანური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 19 წლის მცველის ტრანსფერი, რომელიც ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია, მათ 1.7 მლნ ევრო დაუჯდათ. ბონუსების ჩათვლით კი, ეს თანხა შესაძლოა 5.2 მლნ ევრომდე გაიზარდოს.

ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი შეძენის მსურველ კლუბს 100 მლნ ევროს გადახდა მოუწევს.

თავიდან ის "ბარსელონა ბ"-ში ითამაშებს, ხოლო მთავარ გუნდში გადასვლის შემდეგ მისი გამოსასყიდი თანხა გაორმაგდება.

არაუხო ურუგვაის "ბოტონ რივერის" ფეხბურთელი 2017 წლის ივლისში გახდა. ის ამ კლუბში ურუგვაის სხვა
კლუბიდან, "რენტისტასიდან" 100 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

altპაკო ალკასერი "ბარსელონადან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა

altპსჟ-მა "ბარსელონა" გააფრთხილა და ფიფა-თი შეაშინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული