"მანჩესტერ სიტიმ" MLS-ის საუკეთესო მეკარე იყიდა

AutoSharing Option
"კოლამბუს კრიუს" მეკარე ზაკ სტეფენი "მანჩესტერ სიტიში" გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

23 წლის ამერიკელის ტრანსფერი "ქალაქელებს" 7.5 მლნ დოლარი დაუჯდათ. ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში თანხა შესაძლოა 10 მლნ დოლარამდე გაიზარდოს.

მეკარემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ახალ კლუბში და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

დიდი ალბათობით, სტეფანი ახლო მომავალში ინგლისში მუშაობაზე ნებართვას ვერ აიღებს, ამიტომ მომდევნო სეზონს იჯარაში გაატარებს. სავარაუდო კლუბად კი "ჯირონა" სახელდება.

სტეფენი MLS-ის გასული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

alt"მანჩესტერ სიტი" შესაძლოა ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული