მიუნხენური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პავარი "ბაიერნს" 2019 წლის პირველ ივლისში შეუერთდება.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 35 მლნ ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ პავარი "შტუტგარტში" 2016 წლიდან გამოდის, ხოლო მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 14 მატჩი ითამაშა, ზაფხულში კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ბენჟამინ პავარი: "შტუტგარტმა" მაშინ მიყიდა, როცა "ლილში" ძირითადის ფეხბურთელიც კი არ ვიყავი