ოფიციალურად: "ბაიერნმა" მსოფლიოს ჩემპიონი გაიფორმა

AutoSharing Option
"შტუტგარტისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა ბენჟამენ პავარმა მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიუნხენური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პავარი "ბაიერნს" 2019 წლის პირველ ივლისში შეუერთდება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 35 მლნ ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ პავარი "შტუტგარტში" 2016 წლიდან გამოდის, ხოლო მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 14 მატჩი ითამაშა, ზაფხულში კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

altბენჟამინ პავარი: "შტუტგარტმა" მაშინ მიყიდა, როცა "ლილში" ძირითადის ფეხბურთელიც კი არ ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული