"ვულვზმა" 18 მლნ ფუნტად "ატლეტიკოსგან" მცველი გამოისყიდა

AutoSharing Option
"ვულვზმა" მადრიდის "ატლეტიკოსგან" მცველი ხონი კასტრო გამოისყიდა.

გარიგების საფასურმა 18 მლნ ფუნტი შეადგინა, - იტყობინება Sky Sports News, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა.

ესპანეთის ნაკრების მცველის კონტრაქტი "მგლებთან" 2023 წლამდეა გათვლილი.

კასტრო "ვულვზში" 2018 წლის ზაფხულიდან იჯარის წესით გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მომზადებულია wolves.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული