Sportall ტრანსფერები

AutoSharing Option
გაგაცნობთ 2 სექტემბრის დილისთვის უკვე შემდგარ ან თითქმის დასრულებულ ტრანსფერებს.

დავიწყოთ:

ინგლისი:

Sportall.Ge

  • ლონდონის "არსენალმა" ოფიციალურად გაიფორმა ფრანგული "ლილის" 22 წლის მცველი გაბრიელი. ბრაზილიელი "არსენალს" ზუსტად 26 მილიონი ევრო დაუჯდა. გაბრიელი "მეთოფეების" რიგებში 2025 წლამდე ითამაშებს.
  • Tuttonapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" ვარსკვლავური მცველი კალიდუ კულიბალი შემდეგ კვირაში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 65 მილიონი ევრო სახელდება, + 5 მილიონი ბონუსების სახით.
  • "სიტის" "იუნაიტედი", ვიცით, რომ არ ჩამორჩა და ჰოლანდიელი დონი ვან დე ბეეკის შეძენის შემდეგ ახლა გერმანულ "ლაიპციგს" მიადგა. ინგლისელებს იმედისმომცემი უნივერსალი მცველი
    დაიო უპამეკანო სურთ.
  • როგორც ლივერპულის "ევერტონის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, "კანფეტებმა" 5 წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი იმედისმომცემ შემტევ ნახევარმცველს, ენტონი გორდონს.

ესპანეთი:

Sportall.Ge

  • ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "ბარსელონადან" "სევილიაში" დაბრუნდა. ამის შესახებ "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იტყობინება. ანდალუსიელები ხორვატის სანაცვლოდ 10.5 მილიონ ევროს გადაიხდიან, საიდანაც 9 მილიონი ბონუსების სახით დაიფარება. რაკიტიჩი "რამონ სანჩეს პისხუანზე" 2024 წლამდე დარჩება.
    შეგახსენებთ, რომ ხორვატი "ბარსელონაში" სწორედ "სევილიადან" 2014 წელს გადავიდა, სადაც 4 ლა ლიგის, 4 კოპა დელ რეის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატების ტიტულების მოპოვება შეძლო.
  • "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ლიონელ მესის ურჩევს, რომ დარჩეს კატალონიაში და კარიერა "კამპ ნოუზე" დაასრულოს. ესპანელი თვლის, რომ მანჩესტერელები მესის შეძენას ვერ შეძლებენ.
  • მადრიდის "რეალმა" იმედისმომცემი ესპანელი ნახევარმცველი დანი სებალიოსი კიდევ ერთი წლით დატოვა ლონდონის "არსენალში".
გერმანია:

  • მოსკოვის "სპარტაკის" ისტორიაში სარეკორდო შენაძენი გუს ტილი ახლოს არის "ფრაიბურგში" გადაბარგებასთან. გარიგების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა გავლენიანი ჰოლანდიური გამოცემების ცნობით, 22 წლის მცველს გერმანელები 2-წლიანი იჯარით წაიყვანენ.
    შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელში მოსკოველებმა ორი წლის წინ მათთვის სარეკორდო თანხა, 16 მილიონი ევრო გადაიხადეს.
და სხვა:

Sportall.Ge

  • მესუთ იოზილს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან. თურქული წარმოშობის გერმანელი, რომელიც "არსენალში" უკვე თითქოს აღარავის სჭირდება, ვალდებულია, ამ შემოთავაზებაზე დაფიქრდეს. არაბული "ალ ნასრი" იოზილს, ანაზღაურების სახით,  წელიწადში 20 მილიონ დოლარს ჰპირდება. 
    "ჩვენ გვინდა, რომ თქვენ საუდის არაბეთის ახალ პრინცად გაქციოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - აჟღერებს არაბული კლუბის ხელმძღვანელობის გადმოცემულს გავლენიანი გამოცემა "ფანატიკი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
არსენალში, ალაჰსაც კი შესთხოვენ შველას,ოღონდ იოზილი როგორმე მოიშორონ თავიდან.
სოსო
10:45 02-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული