"არისტოკრატებს" 4 ვარიანტი აქვთ, ესენი გახლავთ: დაიო უპამეკანო, დავიდ ალაბა, ნიკლას ზულე და ჟერომ ბოატენგი.
თუ ჩელსი პირველი სამიდან ერთის დამატებას ვერ შეძლებს, შემდეგ 100%-ით ბოატენგის გადმობირებას შეეცდება.
როგორც sport bild-მა განაცხადა, ტომას ტუხელს "პარი სენ ჟერმენში" ყოფნის დროს ჟერომის გადმობირება სურდა, თუმცა ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, ბოატენგს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამ სეზონში ფეხბურთელმა 17 შეხვედრა ჩაატარა, თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
"ჩელსი" კვლავ ვერ იგებს! ტუხელის ლონდონური ზღაპარი ცუდად დაიწყო [VIDEO]