7 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 7 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"გალათასარაისა" და არდა თურანს (34) შორის მოლაპარაკება შედგა, ვეტერანი ფეხბურთელი კოტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. თურქმა გასულ სეზონში 32 შეხვედრა ჩაატარა (21 ძირითად შემადგენლობაში) და თავი 4 გოლით გამოიჩინა.

ნიკოლა ბარელა ევროპირველობის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა. "ინტერს" მისი დაკარგვა არ სურს და დიდი ალბათობით, ხელფასს გაუზრდის. 24 წლის ფეხბურთელს, როგორც "ნერაძურის" მომდევნო კაპიტანს, ისე უყურებენ.

Sky Sports-ის თანახმად, "ევერტონს" მოისე კინის გუნდიდან გაშვება არ სურს. 21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში 41
შეხვედრა გამართა და 17 გოლიც გაიტანა. დიდი ალბათობით, ახალგაზრდა შემტევი მომდევნო წელს "გუდისონ პარკის" მოედანზე ითამაშებს.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, რომელუ ლუკაკუს "ინტერის" დატოვება არ სურს. მიუხედავად ანტონიო კონტეს გუნდიდან წასვლისა და ევროპის სხვა გრანდების შემოთავაზებებისა, ბელგიელ ფორვარდს "ნერაძურის" მაისურით თამაშის სურვილი აქვს.

"იუვენტუსი" "სასუოლოს" მანუელ ლოკატელის გადაბირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეხვდება. როგორც Corriere dello Sport-ი წერს, "ბიანკონერის" ახალგაზრდა იტალიელის შესაძენად წინააღმდეგობას "არსენალი" და "დორტმუნდი" უწევს. "სასუოლო" ნახევარმცველს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

გასულ კვირაში "მილანმა" ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელად დუსან ტადიჩი, ისკო და ჰაკიმ ზიეჩი დაასახელა, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თანახმად, "როსონერი" ფილიპე კოუტინიოს ვარიანტსაც განიხილავს. სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება.

Sportall.Ge

"ლიდს იუნაიტედმა" "ბარსელონადან" ჟუნიორ ფირპო 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

"მარსელმა" "არსენალიდან" იჯარით მატეო გენდუზი გადაიყვანა. ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

მაურისიო სარისა და "ლაციოს" "დორტმუნდის" ახალგაზრდა შემტევის, იულიან ბრანდტის გადაბირება სურთ. სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონ ევროს შეადგენს, რაც იტალიელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ რომაელებს სურთ, გერმანელი ფეხბურთელი იჯარის წესით წაიყვანონ, შემდეგ კი, თუ გაამართლებს, გამოისყიდონ.

"პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" ლიონელ მესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. როგორც Mundo Deportivo წერს, ფრანგულ-ინგლისური გიგანტები ყველაფერს გააკეთებენ, რათა "ბლაუგრანას" კაპიტანი საკუთარ რიგებში გადაიყვანონ. "ქალაქელები" მზადაა მესის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი ბიზნესგეგმაში ჩართვას სთავაზობენ. პსჟ კი იმედოვნებს, რომ "ალბისელესტეს" ლიდერი ნეიმარის, დი მარიას, ლეანდრო პარედესსა და მაურო იკარდის შორის თამაშს მოისურვებს.

Sportall.Ge

ლორენცო ინსინიე ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. the Sun-ის ცნობით, "ბარსელონა" და "ტოტენჰემი" "ნაპოლის" შემტევის ყიდვას შეეცდებიან. "სპურსი" "აძურას" შემტევს გამოკვეთილ ლიდერად მოიაზრებს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჰარი კეინი გუნდს დატოვებს.

"ბარსელონას" მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, რათა ლიონელ მესის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა შეძლოს. სავარაუდოდ, "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობას ანტუან გრიზმანი დატოვებს.

პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. RMC Sport-ის მიხედვით, ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში განაგრძოს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" რაფაელ ვარანისა და ედუარდო კამავინგას სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გამოჰყო. როგორც ჩანს, "წითელი ეშმაკები" ორივე ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული