21 ივლისის სატრანსფერო სიახლეები:
"ტოტენჰემი" "ლიონის" ნახევარმცველის, ჰუსემ აუარის გადაბირებითაა დაინტერესებული. მოლაპარაკებაში ჩართულია მისი ექსთანაგუნდელი ტანგი ნდომბელე. შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელი "ლიონიდან" "სპურსში" 2019 წელს გადმოვიდა. აუარის გადაბირება ასევე "არსენალს" სურს.
L'Equipe-ის ცნობით, რაფინიას პსჟ-ში რთული სიტუაცია აქვს. ფეხბურთელი, შესაძლოა, ვარსკვლავების მოყვანას შეეწიროს. თვითონ ბრაზილიელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მას არ გაუშვებს და როტაციაში გამოიყენებს.
"ტოტენჰემი" კრისტიან რომეროსა და პიერლუიჯი გოლინის ყიდვასთანაა ახლოს. ამ ტრანსფერს ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ გუნდიდან არგენტინელი ერიკ ლამელა 25 მილიონი
ევროს სანაცვლოდ "სევილიაში" გაუშვეს.
ჟურნალისტ რუჰ ნახრიხტენის თქმით, დონველ მალენის "დორტმუნდში" ტრანსფერი შეჩერებულია, მიზეზი კი მისი აგენტი მინო რაიოლა გახლავთ. როგორც ცნობილია, ეინდჰოვენის პსვ-ის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ ფეხბურთელი ამ პირობებში გაყიდოს (რაიოლა ზედმეტად დიდ თანხას იღებს).
"ინტერი" აჩრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებაშია. 2020/21 წლების სეზონის სერია A-ს ჩემპიონს არჩევნის გაკეთება დენზელ დუმფრისსა და ალესანდრო ფლორენცის შორის მოუწევს.
"ნაპოლის" პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზიელისკი პრემიერლიგის გუნდების ინტერესში მოექცა. La Repubblica-ს ცნობით, მისი დამატების ფავოროტი "მანჩესტერ სიტია". საპასუხოდ, ჟორჟინიო ექსთანაგუნდელს ლონდონის "ჩელსიში" ეპატიჟება.
მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის გადაბირებას ცდილობს. "რეკორდმაისტერი" ასევე ემერსონისა და სერხი რობერტოს ვარიანტსაც განიხილავს.
L'Equipe-ის მიხედვით, კრიშტიანო რონალდო ტურინის "იუვენტუსში" დარჩება. მისი აგენტის, ჟორჟე მენდესის ცნობით, მისი კლიენტი "ბიანკონერის" შემადგენლობაში 2023 წლამდე გაჩერდება.
Tuttosport-ის მიხედვით, "იუვენტუსი" მანუელ ლოკატელისთან მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში შედის. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, თვითონ "აძურის" ნახევარმცველსაც "ბიანკონერის" რიგებში სურს თამაში. ლოკატელის გადაბირებით "არსენალიცაა" დაინტერესებული.
იმავე Tuttosport-ის ცნობით, გრანიტ ჯაკა ჟოზე მოურინიოს "რომაში" გადავა. ლონდონურმა გუნდმა ფეხბურთელს "მწვანე უკვე აუნთო".
იჯარის დროის ვადის გასვლის შემდეგ გარეთ ბეილის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" იტალიელ თავკაცს, კარლო ანჩელოტის, უელსის ნაკრების ლიდერის საკუთარ შემადგენლობაში ხილვა სურს. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით