25 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 25 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"ჩელსი" ერლინ ჰოლანის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებს, Football Insider-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩმა ნორვეგიელი ტალანტის სანაცვლოდ 145 მილიონი ევროიანი შეთავაზება უკვე გააკეთა.

"ლივერპულის" ფეხბურთელი, ჰარი უილსონი დიდი ალბათობით სათამაშოდ "ფულემში" გადაბარგდება. 24 წლის ნახევარმცველმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

მაურისიო სარის მისი ყოფილი შეგირდის დანიელე რუგანის საკუთარ გუნდში ხილვა კიდევ ერთხელ სურს. Il Tempo-ის ცნობით, "ლაციო" "იუვენტუსს"  ფეხბურთელის გადაბირების მიზნით უკვე დაუკავშირდა.

La Gazzetta dello Sport-ის განცხადებით, მარკოს ალონსო დიდი ალბათობით სერია A-ს მოქმედ ჩემპიონ "ინტერს"
შეუერთდება, "ჩელსის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონამდე ითხოვს.

ბელგიელი ცენტრალური მცველი ტობი ალდერვაირელდი კარიერას კატარულ ალ-დუჰაილში განაგრძობს, "ტოტენჰემის" ექს ფეხბურთელით "ბრიუგე", "აიაქსი" და ეინდჰოვენის "პსვ" ინტერესდებოდა, თუმცა თვითონ სპორტსმენმა კარიერის ახლო აღმოსავლეთში გაგრძელება მოისურვა. 32 წლის მცველი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, "სპურსი" კი მის სანაცვლოდ 13 მილიონ ფუნტს მიიღებს.

Football Insider-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" ჯეკ გრილიშთან პირად კონტრაქზე შეთახნმებას მიაღწია, თუმცა მის გუნდთან, "ასტონ ვილასთან" ვერაფერს ახერხებს, როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტის" დაახლოებით 104 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

"ტოტენჰემმა" იჯარის წესით "ატალანტას" მეკარე გაიფორმა, ლონდონურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება, სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკაიერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ნორვეგიელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" თავკაცად 2024 წლამდე დარჩება.

ალექსანდრ ლაკაზეტს "არსენალთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, მხარეები კი ხელშეკრულების გახანგძლივებაზე ვერ თანხმდებიან. "მეთოფეები" სავარაუდოდ ფრანგ ფეხბურთელს 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდიან, მის ნაცვლად კი გუნდში ტემი აბრაჰამს მოიყვანენ.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოასა" და "სამპდორიას" მადრიდის "რეალის" ფორვარდის ლუკა იოვიჩის იჯარის წესით საკუთარ გუნდში გადაყვანა სურთ, აღსანიშნავია, რომ ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს სერბით "მილანი" ინტერესდებოდა.

"იუვენტუსმა" ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ მიუნხენის "ბაიერნიდან" შემოთავაზებული 80 მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა, La Repubblica-ს თქმით, "ლივერპულმა" ახალგაზრდა იტალიელის ყიდვის მიზნით "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას 100 მილიონიანი წინადადებით უკვე მიმართა, თუმცა ტურინელებისგან უარი მიიღეს, როგორც ჩანს ფედერიკო კიეზა ხელშეუხელებელია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, კილიან მბაპეს პსჟ-ს დატოვება სურს, მისი სურვილი კი მადრიდის "რეალში" თამაში გახლავთ, პარიზული კლუბი მის შემცვლელად კრიშტიანო რონალდოს ასახელებს. "იუვენტუსის" ლიდერის გადასაბირებლად ფრანგები ტრანსფერში მაურო იკარდის ჩართვას შეეცდებიან, შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენის" ტრანსფერს ასევე პოლ პოგბასაც უკავშირებენ, რომელიც თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგძლივებას არ გეგმავს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული