26 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 26 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

ლუკა იოვიჩი შესაძლოა მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით იტალიაში გადაბარგდეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სერბი ფორვარდით "ინტერი", "ჯენოა" და "სამპდორიაა" დაინტერესებული.

ფედერიკო კიეზას ღირებულებამ ევრო 2020-ის შემდეგ პიკს მიაღწია. როგორც ჩანს, "ლივერპულს" "იუვენტუსის" ახალგაზრდა ტალანტის ყიდვა სურს და მის სანაცვლოდ თანხასაც არ იშურებს. Daily Express-ის ცნობით, მერსისაიდულმა კლუბმა "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას 100 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა ანდრეა ალეგრიმ ღიად განაცხადა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაირ შემოთავაზებას არ განიხილავს. ჯერჯერობით კიეზას ტრანსფერი შეუძლებელი ჩანს, ყველაფერს დრო გაარკვევს.

"მანჩესტერ სიტი" ორი ფეხბურთელის გასაფორმებლად ემზადება. ესენი გახლავთ: ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ასტონ ვილა" მზადაა ჯეკს 2024 წლამდე ვადით კონტრაქტი შესთავაზოს. სავარაუდოდ, "სამი ლომის" ფეხბურთელები "ქალაქელებს" შეუერთდებიან.

რაფაელ ვარანის გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას კიდევ 2 ფეხბურთელის გადაბირება სურს. როგორც Daily Mail-ი წერს, "წითელი ეშმაკების" ბოსს საულ ნიგესისა და იულეს კონდეს ყიდვის სურვილიც აქვს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს როდრიგო დე პაული 35 მილიონ ევროდ გაიფორმა, საულის სატრანსფერო ღირებულება კი 50 მილიონ ევროს შეადგენს. თავის მხრივ, კონდეს "სევილიასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მისით კი მადრიდის "რეალი" და "ჩელსია" დაინტერესებული. როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ძირეულ ცვლილებებს გვთავაზობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული