ნასელ ალ-ჰელაიფს სჯერა, რომ კილიან მბაპე გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, თუმცა მადრიდის "რეალში" 2022 წლის სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე არ გაუშვებს, მისი შემცვლელის ვინაობას კი "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ უკვე მიაგნო.
პსჟ-ის ბიუჯეტს ლიმიტი არ გააჩნია, რამდენიმე ვარსკვლავის დამატების შემდეგ პარიზელებმა "ბარსელონასა" და "რეალის" ექსკაპიტნები, ლიონელ მესი და სერხიო რამოსი, ერთსა და იმავე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაიბირეს. ნასერსა და ლეონარდოს ჩაფიქრებული კონკრეტული გეგმა აქვთ, რომლის ასრულებასაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეუდგებიან.
მბაპე "რეალში"
გამოცემა AS-ის თქმით, კილიანის "ბლანკოსში" გადასვლას წინ ვერაფერი
აღუდგება, თანაც ახალგაზრდა ფრანგი ესპანეთში უფასოდ აღმოჩნდება... პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ შემტევის სურვილი სულ სხვაა და მას ვეღარანაირად ვეღარ შეცვლიან. საპასუხოდ, ისინი გუნდში კრიშტიანო რონალდოს მოყვანას შეეცდებიან, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება. ამით კი პსჟ-ის უფროსობა შეძლებს, რომ 2015 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე წარდგენილი სამივე ფეხბურთელი (რონალდო, მესი და ნეიმარი) ერთ გუნდში ათამაშოს. შეგახსენებთ, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესიმ მოიპოვა (41.3%), რონალდო მე-2 ადგილზე გავიდა (27.7%), ხოლო ნეიმარი მე-3 ადგილს ხმების საერთო რაოდენობის 7.8%-ით დასჯერდა.
პროექტი "პარი სენ ჟერმენი"
პროექტი "პარი სენ ჟერმენი"
რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდესი ყველაფერს ყურადღებით აკვირდება, პორტუგალიელ ვარსკვლავს მოტივაცია საგრძნობლად გაეზარდა. ის პარიზში 37 წლის ასაკში ჩავა, ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს და ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობის ოცნებას, ლეოსა და კრიშტიანოს ერთ გუნდში თამაშის შესაძლებლობას აასრულებს. ამავდროულად "რონის", რა თქმა უნდა, ამერიკასა და ყატარში წასვლაც შეუძლია, თუმცა "პარკ დე პრენსზე" ახალი "გალაქტიკო" უკვე შეიქმნა. შეგახსენებთ, პირველად ეს ფლორენტინო პერესმა 2000-04 წლებში მადრიდის "რეალში" მოახერხა.
მბაპეს საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ნასერ ალ-ჰელაიფის თქმით: "კილიანს ასპარეზობა კონკურენტუნარიან გუნდში სურდა და ის ახლა აქაა, მას წასვლის არანაირი საბაბი არ აქვს".
მბაპეს საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ნასერ ალ-ჰელაიფის თქმით: "კილიანს ასპარეზობა კონკურენტუნარიან გუნდში სურდა და ის ახლა აქაა, მას წასვლის არანაირი საბაბი არ აქვს".
საპასუხოდ, მადრიდში მშვიდად სხედან, რადგან კარგად იციან, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგი ტალანტის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
თავის მხრივ, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა მბაპეს არცთუ ისე კარგად ექცევა. ისინი ცდილობენ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა უარი იმ ოცნებაზე თქვას, რომელიც მას ბავშვობიდან მოსდევს. შეგახსენებთ, კილიანი "რეალის" დიდი გულშემატკივარი გახლავთ.
ამრიგად, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი სათამაშოდ "ბლანკოსში" გადავა, მაშინ დიდი ალბათობით, პსჟ კრიშტიანო რონალდოს გადაიყვანს... ყველაფერს დრო გაარკვევს. სავარაუდოდ, ეს მეგაცვლილება 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ მოხდება.
მომზადებულია as-ის მიხედვით