17 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 17 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:

"რომამ" ტემი აბრაჰამი "ჩელსიდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ინგლისელი ფორვარდი იტალიურ კლუბში 9-ნომრიან მაისურს მოირგებს. აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებს", სურვილის შემთხვევაში, ფეხბურთელის უკან დასაბრუნებლად 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

"მილანს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ნახევარმცველის დამატება სურს. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, "როსონერი" მადრიდის "რეალის" ესპანელი ფეხბურთელის, ისკოს გადაბირებასთან ახლოსაა. როგორც ცნობილია, კარლო ანჩელოტის სამომავლო გეგმებში ისკო შედის, თუმცა, თუ მილანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას გააკეთებენ, მაშინ ნახევარმცველი კარიერას იტალიაში განაგრძობს.

"ინტერს" რომელუ ლუკაკუს ჩანაცვლება სურს.
ერთ-ერთ ვარიანტად მადრიდის "რეალის" სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი განიხილება. ფეხბურთელი "ნერაძურიში", სავარაუდოდ, იჯარის წესით გადაბარგდება.

მადრიდის "ატლეტიკოს" "ფიორენტინას" შემტევის, დუსან ვლაჰოვიჩის ყიდვა უნდა. Corriere dello Sport-ის თქმით, "როხი ბლანკოს" ბოსები იტალიელებს 70-მილიონევროიანი წინადადებით მიმართავენ.

ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანო რონალდოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. სავარაუდოდ, პორტუგალიელი ვარსკვლავი "ბიანკონერის" დატოვებს და კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს. თუ კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებს, მაშინ ნასერ ალ-ჰელაიფი და ლეონარდო "რონის" პარიზში გადაყვანას შეეცდებიან.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული