სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირა დარჩა. ყველამ იცის, რომ მადრიდის "რეალის" სამიზნე კილიან მბაპე გახლავთ. ამავდროულად, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას სურს, რომ ნორვეგიელი ერლინ ჰოლანიც იყიდოს. როგორც რამდენიმე თვის წინ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, მისი უმთავრესი გეგმა კილიანისა და ერლინის გაერთიანება იქნება, მათი გადაბირების სავარაუდო თარიღად კი 2022/23 წლების სატრანსფერო ფანჯარა განიხილება. რა თქმა უნდა, მომავლის ორი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის ყიდვა "რეალისთვის" კიდევ ერთ დომინაციის ხანას ნიშნავს.
სამშაბათს, 17 აგვისტოს, მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩლოტიმ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა წინ
იყურება, რონალდო კი მათ გეგმებში არ შედის.
1-ელ აპრილს ალფ-ინგე ჰოლანი (ერლინის მამა) და აგენტი მინო რაიოლა ესპანეთში ჩაფრინდნენ და "რეალისა" და "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდნენ. ლაპორტას მისი ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, აი, პერესს კი მისი გაფორმება სურდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს უბრალოდ სურდა, რომ ფინანსური კრიზისის არსებობა დაემალა.
მადრიდელებს სატრანსფეროდ 200 მილიონი ევრო აქვთ. მათთვის პრიორიტეტი კილიან მბაპე გახლავთ, რომელიც დაახლოებით 160 მილიონი ევრო ღირს. მომდევნო სეზონში ერლინის ფასი 75-დან 90 მილიონ ევრომდე ავა. ამ ინფორმაციას გერმანული Sport1 ადასტურებს.
რა შემთხვევაში გადაერთვება პერესი ერლინზე? თუ ნასერ ალ-ჰელაიფსა და ფრანგ ტალანტს შორის მოლაპარაკება შედგება, მაშინ "სამეფო კლუბის" ბოსები გერმანელებს დაუკავშირდებიან; აი, "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას კი უარის თქმის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან თუ ნორვეგიელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მაშინ "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს, ამის გამო კი ბორუსიელები დიდ ფინანსურ დანაკარგს მიიღებენ...
მომზადებულია marca-ს მიხედვით
მომზადებულია marca-ს მიხედვით