30 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 30 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:

მარკ კუკურელა "ხეტაფედან" კარიერას "ბრაიტონში" განაგრძობს. ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაიპციგის" ერთ-ერთ ლიდერთან, მარსელ ზაბიტცერთან, შეთანხმებას მიაღწია. Bild-ის ცნობით, სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მასიმილიანო ალეგრი და ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა მირალემ პიანიჩის გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოსნიელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონსაც "ბლაუგრანას" რიგებში გაატარებს, თუმცა, როგორც ჩანს, "ბიანკონერის" ბოსებს სხვა გეგმები აქვთ.

საულ ნიგესს მადრიდის "ატლეტიკოდან" წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "როხი ბლანკოს" პრეზიდენტის, ენრიკე ცერეცოს თქმით,
ესპანელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, კლუბში დარჩება. ყველაფერს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე გადაწყვეტს. შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე გრძელდება.

ფაბრიციო რომანოს თქმით, "ტოტენჰემი" "ბარსელონას" ფეხბურთელის, მორიბას გადაბირებით დაინტერესებული აღარაა. ამრიგად, სპორტსმენი კარიერას, დიდი ალბათობით, "ლაიპციგში" განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვინეელი ფეხბურთელი და ბუნდესლიგის ერთ-ერთი გრანდი პირად დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ.

"ჩელსი" იულეს კუნდეს არ ეშვება. "სევილიას" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება სურს... "არისტოკრატებს" ანდალუსიელების დასარწმუნებლად ერთი დღეღა დარჩა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული