El Nacional-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ნახევარმცველით, ფრენკი დე იონგით ინტერესდება.
გარკვეული პერიოდის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელ ეშმაკებს" ფილიპე კოუტინიოს გადმობირება სურდა, თუმცა ბოლოდროინდელი ვერსიით, მათი მთავარი სამიზნე 24 წლის ნიდერლანდელი იქნება, რომლის სანაცვლოდაც ინგლისელები 55-მილიონევროიან შეთავაზებას ამზადებენ.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ თანხა, როგორც მინიმუმ, 70 მილიონი ევრო იქნება, გერმანული Transfermarkt-ის თქმით კი, ნახევარმცველის ღირებულება 90 მილიონი ევრო გახლავთ.
მომზადებულია championat-ის მიხედვით