კავანი სავარაუდოდ "ბარსასთან" 6 თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" დამაგვირგვინებელ ფაზაში გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება, ერთ-ერთ ვარიანტად კი ედინსონ კავანი განიხილება.

ვინაიდან სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა, "ბლაუგრანას" ასაკში შესული ფორვარდის მოყვანა უკვე შეუძლია, თანაც არგენტინელისთვის გადასახდელი ანაზღაურებაც გათავისუფლდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ედინსონს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და ინგლისით დიდად ბედნიერიც არ არის, ძვეელებურად შედეგიანადაც ვეღარ უტევს.

მოედანზე ბოლოს 2 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამოვიდა, ბოლოს გოლი კი 30 ოქტომბერს, "ტოტენჰემთან" გაიტანა.

როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელი კატალონიაში გადაბარგდება და გუნდის დახმარებას შეეცდება, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ურუგვაელი 6
თვიან კონტრაქტს გააფორმებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ყველა ჩამოწერილები ბარსაში!
თემო
13:49 18-12-2021
1
უი, რა კარგად იწყება "ახალი ერა" ბარსაში? სუარესი გაუშვით , მესი თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაუშვით (დღემდე არა მჯერა, რომ ისეთი მეგა ვარსკვლავი და ბარსას სახე, ლეო მესი, ბარსაში აღარ არის) და შემოიყვანეთ, ალვეში (დანის არაფერს ვერჩი პირიქით, ძალიანაც მიყვარს) აგერ კავანიც და ალბათ კიდევ ისეთებით აავსებენ ბარსას, რომლებიც თავიანთ კლუბებსაც აღარ უნდათ. ნუ გვიკვირს ეს ხომ "ბარსაა" თავისი არა ადეკვატური პრეზიდენტებით და მწვრთნელებით.
???!!!
12:30 18-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული