ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება. გთავაზობთ 28 დეკემბრის სიახლეებს:
Daily Star-ის თქმით, ფილიპე კოუტინიო შესაძლოა "ბარსელონადან" "არსენალში" გადავიდეს. წყაროს ცნობით, "მეთოფეების" თავკაცს, მიკელ არტეტას, ბრაზილიელის საკუთარ კლუბში ხილვა სურს.
როგორც The Sun-ი იუწყება, ინგლისური "ნიუკასლი" მზადაა "ბლაუგრანასთან" სამუელ უმტიტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. "კაჭკაჭების" ბოსები ფრანგის სანაცვლოდ 14.3 მილიონ ევროს ჩამოდიან.
"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს იოაჰიმ ვატცკემ დაადასტურა, რომ მადრიდის "რეალი" ერლინ ჰოლანით ინტერესდება. კომპეტენტური პირის თქმით, მოხარული იქნება, თუ ნორვეგიელი ჩემპიონთა ლიგის თასს "ბლანკოსთან" ერთად მოიგებს:
"მოხარული ვიქნები, თუ ჰოლანი ჩემპიონთა
ლიგას "რეალთან" ერთად მოიგებს".
მომზადებულია Marca-ს მიხედვით