5 იანვრის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს:

მოგეხსენებათ, ჰარი კეინს "ტოტენჰემის" დატოვება და "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა სურდა, თუმცა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ამის უფლება არ მისცა.

"გუნდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ჰარი გუნდიდან არ გაეშვათ. ამით მათ აჩვენეს, რომ წინ მიიწევენ და გაჩერებას არაფრის დიდებით არ აპირებენ", - განაცხადა ანტონიო კონტემ.

ბოლო დროს ინგლისელი ფორვარდის შესახებ სხვადასხვა ჭორი აღარ იწერება. როგორც ჩანს, სპორტსმენი "მამლების" შემადგენლობაში თავს კარგად გრძნობს.

კირან ტრიპიერი, სავარაუდოდ, კარიერას "ნიუკასლში" განაგრძობს. როგორც ჩანს, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა "სამი ლომის" მარჯვენა მცველს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს
გაიფორმებს.

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა "ფიორენტინადან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგდეს. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, "მეთოფეები" მზადაა შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღოს.

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა "ლილიმ" სვენ ბოტმანისთვის მოსული "ნიუკასლი" უარით გაისტუმრა, "კაჭკაჭები" ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო. The Telegraph-ის თქმით, ინგლისელებმა ამჯერად თვალი "სევილიელ" დიეგო კარლოსს დაადგეს. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული